Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს! სუპერ წინადადება ნეიმარს

სატრანსფერო ფანჯრის უცვლელი ვარსკვლავი ნეიმარი, როგორც ჩანს კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "რეალთან" პაექრობას გეგმავს და მზადაა "პსჟ"-დან ნეიმარი შეიძინოს.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედი" პარიზელთა რეკორდის დამხობას გეგმავს და ბრაზილიელ ფებხურთელში 200 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

"მანკუნიანელები" ნეიმარს ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.

როგორც ხედავთ, "წითელი ეშმაკების" მიერ მომზადებული წინადადება საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

Mirror-ი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ინგლისელები ნიემარს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ზაფხულში ისინი "რეალთან" ბრძოლას გეგმავენ და მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

თავად "რეალი" ნეიმარისთვის ბრძოლაში თავს ფავორიტად მიიჩნევს და სიმშვიდეს ინარჩუნებს. მადრიდელები ფეხბურთელის წარმომადგენლებს რიო დე ჟანეიროში უკვე შეხვდნენ და ამის გაკეთებას ზაფხულშიც გეგმავენ.

"იუნაიტედი" ნეიმარის მოხიბლვას პირადი კონტრაქტით გეგმავს, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით უდაოდ ზღაპრული იქნება.

თავად ფეხბურთელმა ქომაგები დაამშვიდა და twitter-ზე "პსჟ"-ს ახალ ფორმაში გამოწყობილი ფოტო განათავსა.

როგორც ცნობილია, ნეიმარს გუნდის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან და თანაგუნდელ ედინსონ კავანისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

სავარაუდოდ, პარიზს ემერიც და კავანიც დატოვებენ, მაგრამ ეს ნეიმარის გუნდში დარჩენის გარანტი ნამდვილად ვერ იქნება.

როდესაც "რეალი" და "მანჩესტერი" რომელიმე მოთამაშეს მთავარ სატრანსფერო სამიზნედ აქცევენ, იქ უკვე რაიმეზე გადაჭრით საუბარი ძალიან რთულია.

ჟოზე მოურინიომ პრესასთან საუბრის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული შემადგენლობით კმაყოფილი არ არის და ტრანსფერებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი "სიტის" კონკურენციას ვერ გაუწევენ.

წინ ძალიან საინტერესო ზაფხული გველის. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სატრანსფერო ბაზარი აფეთქდება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები