ბასილაშვილმა რუმინელი დაამარცხა - კვალიფიკაციის ფინალში ბენეტოს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილმა რუმინელი დაამარცხა - კვალიფიკაციის ფინალში ბენეტოს შეხვდება

რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში რუმინელი მარიუს კოპილი საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილიაშვილს შეხვდა. გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს დარჩა, 26 წლის სპორტსმენმა სამ სეტში 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა რუმინელი მეტოქე. ნახევარფინალში ბასილაშვილმა სამი ''ბრეიკი'' შეასრულა.

მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილი ფრანგ ჟულიენ ბენეტოს შეხვდება. ფინალური დაპირისპირება 13 მაისს გაიმართება.

ATP-ს ვერსიით ბასილაშვილი 77-ე ჩოგანია, ხოლო ბენეტო - მე-60. რაც შეეხება მარიუს კოპილს, რომელიც ბასილაშვილმა ნახევარფინალში დაამარცხა, რუმინელი პროფესიული საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 92-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები