დიდი პრობლემა ბრაზილიის ნაკრებს - ალვეში მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
Aa
Aa

დიდი პრობლემა ბრაზილიის ნაკრებს - ალვეში მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

35 წლის დანი ალვეშმა საფრანგეთის თასის ფინალში მუხლის ტრავმა მიიღო და როგორც დაკვირვების შედეგად გახდა ცნობილი, ის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ალვეშის აღდგენითი პროცესი მუნდიალის დაწყებამდე ვერ მოესწრება.

"თასის ფინალის დასრულების შემდეგ ალვეშს გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას მუქლვეშა ჯვარედინი მყესების დაზიანება აქვს.

სამწუხაროდ შედეგებმა აჩვენეს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატამდე მწყობრში ჩადგომას ვერ მოასწრებს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამრიგად, "სელესაოს" დამრიგებელს ტიტეს მუნდიალის დაწყებამდე სერიოზული პრობოლემა გაუჩნდა - ვინ შეცვლის ალვეშს?

ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებში ყველაზე პრობლემატური პოზიცია სწორედ მარჯვენა ფლანგია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 35 წლის დანი ალვეში, რომელიც თავისი ძველი ფორმისგან ძალიან შორსაა, ნაკრებში მაინც ხელშეუხებელი და უკონკურენტოა.

აქვე გეტყვით, რომ დანი ალვეში წლევანდელი სეზონის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.

დანიმ "პსჟ"-სთან ერთად  ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, რის შემდეგაც მის ანგარიშზე კარიერაში 37 ტიტული ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები