დე ხეამ ოქროს ხელთათმანი მოიგო
Aa
Aa

დე ხეამ ოქროს ხელთათმანი მოიგო

დავიდ დე ხეამ კარიერაში პირველად „პრემიერ ლიგის“ ოქროს ხელთათმანი მოიგო. ესპანელმა კიპერმა ჯილდოს მოპოვება ლონდონში, „ვესტ ჰემთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მოახერხა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ სეზონში კარის მშრალად 18-ჯერ შეინახა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ედერსონს მხოლოდ 16 უგოლო მატჩი აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური დარჩა შესაბამისად ბრაზილიელს „იუნაიტედის“ გოლკიპერის დაწევის თეორიული შანსიც არ დარჩა.

დე ხეას 18 უგოლო მატჩი ყველა დროის რეკორდთან ახლოსაც ვერ მივა. 2004-05 წლებში „ჩელსის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა კარის მშრალად შენახვა 24-ჯერ! მოახერხა. ამ სეზონის შემდეგ ჩეხმა კარის დარაჯმა და „სიტის“ ყოფილმა მეკარემ, ჰო ჰარტმა ოქროს ხელთათმანი ოთხ-ოთხჯერ მოიგეს. „ლივერპულის“ მეკარემ,  პეპე რეინამ ჯილდო ზედიზედ სამჯერ მოიპოვა, ხოლო ედვინ ვან დერ საარმა, ტიბო კურტუამ და ვოიცეხ შესნიმ ტიტული ერთხელ დაისაკუთრეს

„პრემიერ ლიგის“ ისტორიაში ჩეხს კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ აქვს შენახული - 201.  200 მატჩიანი ნიშნული ჩეხმა მეკარემ მარტში „უოტფორდთან“ გადალახა. მეორე ადგილზე 169 მატჩით დევიდ ჯეიმსი იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას 151 შეხვედრით მარკ შვარცერი იკავებს.

ჰოლანდიელმა კიპერმა, ედვინ ვან დერ საარმა გოლის არ გაშვება ზედიზედ 14 შეხვედრაში მოახერხა, რაც „პრემიერ ლიგის“ საუკეთესო მაჩვენებელია.

საწყის ეტაპზე ოქროს ხელთათმანს მხოლოდ ერთი გოლკიპერი იგებდა, თუმცა 2013-14 წლების შემდეგ წესი შეიცვალა და ახლა თანაბარი შედეგის შემთხვევაში ჯილდო თითოეულ მათგანს გადაეცემა.

ჩეხის სარეკორდო სეზონი „ჩელსისთვისაც“ საუკეთესო აღმოჩნდა, ლონდონურმა გუნდმა 95 ქულა დააგროვა და მხოლოდ 15 ბურთი გაუშვა, რაც „პრემიერ ლიგის“ საუკეთესო შედეგია. ჟოზე მოურინიოს გუნდი ქულების რაოდენობითაც ლიდერობდა, თუმცა წელს გუარდიოლას „სიტიმ“ ლონდონური გუნდის  რეკორდი დაამხო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები