Aa
Aa

რონალდუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ზიდანი ფინალისთვის მზადაა

კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიში განაახლა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალისა“ და „სელტას“ დაპირისპირებამდე გუნდთან ერთად ივარჯიშა. რონალდუმ ტრავმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო და ამის გამო მან „ელ კლასიკოს“ მხოლოდ პირველი ნახევრის თამაში მოახერხა.

„რეალის“ ფორვარდმა ტრავმა იმ დროს მიიღო, როდესაც კატალონიელთა კარში გოლი გაიტანა. გოლის მომენტში მას კოჭი გადაუბრუნდა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებდა, რომელიც 26 მაისს გაიმართება.

33 წლის ფეხბურთელს სრული დატვირთვით არ უვარჯიშია, რადგან ის ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. კლუბის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუ გუნდს აუცილებლად დაეხმარება. ზინედინ ზიდანი - „ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კრიშტიანუს აქვს, რადგან ტრავმა ეხლახანს მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად ის კარგადაა. გასაოცარია რომ მან ტრავმის მიღებიდან 48 საათში დამოუკიდებლად გაიარა. ეს მის ამბიციებზე და თამაშის სურვილზე მიუთითებს. იდეალური იქნება, თუ ის „ვილიარეალის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. მას კოჭი გადაუბრუნდა, საბედნიეროდ ძვალი გაბზარული არ არის. 150%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ლიგის ფინალისთვის ყველა საუკეთესო ფორმაში იქნება - კრიშტიანუც, ისკოც და კარვახალიც.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები