Aa
Aa

თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს!

„ევროლიგამ“ დასკვნით ეტაპს მიაღწია. 2017-18 წლების სეზონი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ხმის მიცემის შემდეგ სეზონის საუკეთესო ხუთული დასახელდა, რომელშიც ევროპელ ვარსკლავებთან ერთად თორნიკე შენგელიაც მოხვდა. გუნდი ასე გამოიყურება: ნიკ კალატესი, ნანდო დე კოლო, ლუკა დონჩიჩი, თორნიკე შენგელია და იან ვესელი.

ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც შარშანდელი საუკეთესო ხუთეულიდან დაბრუნდა ნანდო დე კოლო იყო. კალატესი, დონჩიჩი და შენგელია საუკეთესო ხუთეულში პირველად მოხვდნენ. ხმის მიცემისას საბოლოო შედეგის 75% ჟურნალსიტებზე ხოლო 25% გულშემატკივრებზე მოდიოდა. ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულთან ერთად ამ კვირაში ევროლიგის საუკეთესო მეორე ხუთეული და წლის საუკეთესო მოთამაშე დასახელდება.

თოკომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და "ბასკონიას" ფლეი-ოფში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვიტორიელებმა 0-4 სტარტის შემდეგ დასკვნით ეტაპზე გასვლა მოახერხეს და იქ თურქულ "ფენერბაჰჩესთან" დაძაბულ ბრძოლაში 3-1 დამარცხდნენ. თოკო გუნდის ლიდერი იყო და ევროლიგაზე მოხსნებისა და მოპოვებული ქულების რაოდენობით კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირა. შენგელია მატჩში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა, რაც მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებლი იყო. რაც შეეხება მოხსნებს (საშუალოდ 6.1),თოკო ამ კატეგორიაში მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა. ყველაფერთან ერთად თოკო კალათს შესაშური სიზუსტით უტევდა და ორქულიანების 61.4 პროცენტს აგდებდა. შენგელია ორი ტურის MVP გახდა, პირველად მან მე-14 ტურში დაისაკუთრა ჯილდო, ხოლო შემდეგ 24-ე რაუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი მძიმე ფორვარდი მარტის MVP გახდა და მისი საოცარი თამაშის წყალობით "ბასკონიამ" ამ პერიოდში 6-დან 6 შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები