კაშიამ შესაძლოა ''ვიტესი'' დატოვოს - არნემული გუნდი დაცვის გაძლიერებას გეგმავს
Aa
Aa

კაშიამ შესაძლოა ''ვიტესი'' დატოვოს - არნემული გუნდი დაცვის გაძლიერებას გეგმავს

ჰოლანდიის ჩემპიონატში გატარებული რვაწლიანი პერიოდის შემდეგ გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შესაძლოა არნემული გუნდი დატოვოს. Vitesse.org-ის ცნობით გამოცდილი მცველის გუნდიდან წასვლის შანსი ნამდვილად არსებობს.

''ვიტესის'' ტექნიკური დირექტორი მარკ ვან ჰინტუმი აღნიშნულ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნავს: ''ვნახოთ რას მოუტანს კაშიას ზაფხული. ჩვენ გვსურს მასთან მუშაობა, ამავდროულად კი დაცვის ხაზის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დაცვის ხაზი. ახალ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კაშიასთან მუშაობის სურვილი აქვს.''

Vitesse.org-ის ცნობით ''ვიტესი'' ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე იზრუნებს და შესაძლოა საკადრო ცვლილებებს კაშიას ტრანსფერი მოჰყვეს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 30 წლის კაშიამ ''ვიტესის'' მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

მიმდინარე სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ელიტარულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

"ვიტესის" ისტორიაში პირველად! - კაშია "ღირსების კედელზე" ოქროს ასოებით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები