Aa
Aa

"მას ვერ ვიტან, ის ნამდვილი ნაგავია!..ის ძალიან ძლიერია" - ტურემ ყველაზე რთული ოპონენტი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ კოტ დ’ივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ თავისი ყველაზე რთული ოპონენტი დაასახელა.

ტურეს თქმით, მას მოედანზე ყველაზე მეტ პრობლემას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩამშლელი ნემანია მატიჩი უქმნის.

„მას ვერ ვიტან, ის ნამდვილი ნაგავია! ყველაზე რთული მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია სწორედ მატიჩია.

ის მაღალია და საკმაოდ ძლიერია. მის გვერდით თამაში სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ რთულიც. მატიჩი ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე ჩემს წინააღმდეგ გამოვლენ და ჩემს შეჩერებას შეძლებენ, ძალიან ცოტანი არიან, თუმცა მატიჩი ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელსაც ჩემთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.

მას შეუძლია დაუღალავად ირბინოს, დაცვას ხშირად ეხმარება და თავის ოპონენტს მუდამ მეურვეობს. მატიჩს შეუძლია მოედანზე იბრძოლოს და შენ მისი შეჩერება გაგიჭირდება. ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია“.

ფრენკ ლამპარდმა კი იაია ტურეს შესახებ ისაუბრა და ის ტოპ 5 ნახევარმცველს შორის შეიყვანა, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც ძალიან უჭირდა.

„ჩემი კარიერის განმავლობაში იყო ხუთი ნახევარმცველი, რომელთა წინააღმდეგაც თამაში ძალიან რთული იყო. სტივენ ჯერარდი, როი კინი, პოლ სქოულზი, პატრიკ ვიეირა და იაია ტურე - მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები