ჯოკოვიჩმა დიდი ხნით ვერც მადრიდში გაძლო...
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა დიდი ხნით ვერც მადრიდში გაძლო...

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2018 წელს საშინლად ატარებს და აქამდე გამართულ არცერთ ტურნირზე 1/8 ფინალზე შორს არ გასულა. სერბმა ვარსკვლავმა წლევანდელ სეზონში 14 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც მხოლოდ 7 მოიგო.

ჯოკოვიჩის მორიგი წარუმატებელი ტურნირი მადრიდის მასტერსი გამოდგა, რომელსაც იგი მე-2 წრეში, ახალგაზრდა ბრიტანელ კაილი ედმუნდთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.

შეხვედრა საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ედმუნდმა 3 სეტში, 6:3; 2:6; 6:3 იმარჯვა და შემდეგ რაუნდში დავიდ გოფენზე გავიდა. 

"კაილი გადამწყვეტ მომენტებში უკეთესი იყო, მე კი ცოტა არ გამიმართლა. 3:4-ზე რამდენიმე ბურთი ზუსტად ხაზზე დასვა, ახალი ბურთებით ჩაწოდებისას ოთხივე შემთხვევაში პირველი მოწოდება გამოუვიდა. ჩოგბურთი ასეთია და ეს მატჩი უკვე წარსულად უნდა ჩაითვალოს.

ცხადია, რომ მან ბექჰენდი გააუმჯობესა, ფორჰენდი კი მისი მთავარი იარაღია, რასაც დღეს ძალიან კარგად იყენებდა. კაილიმ დღეს კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა".  - თქვა "ნოლემ" მატჩის შემდეგ.

ნოვაკ ჯოკოვიჩს მადრიდის მასტერსი 2011 და 2016 წლებში აქვს მოგებული. იგი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები