Aa
Aa

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გთხოვთ, მხარი დამიჭიროთ"

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მორიგი ბაშოსთვის ემზადება, რომელიც 13-დან 27 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

სუმოს ოფიციალურ საიტზე ტოჩინოშინის მიმართვა გამოქვეყნდა, რომლითაც მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

"მე კასუგანუ ბეიას წარმომადგენელი ტოჩინოშინი ვარ. ამ ბაშოზე იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ბანძუკეში რეიტინგი გავიუმჯობესო და ოძეკის წოდება მოვიპოვო. ძვირფასო გულშემატკივრებო, გთხოვთ, მხარი დამიჭიროთ".

შეგახსენებთ, რომ გორგაძე ამჟამად სეკივაკეს წოდებისაა, რომელიც სუმოს იერარქიაში, იოკუძუნასა და ოძეკის შემდეგ მე-3 საფეხურია.

ტოჩინოშინმა მარტში გამართული "ჰარუ ბაშო" 10 მოგებითა და 5 წაგებით დაასრულა და თუკი "ნაცუ ბაშოზე" ამ მაჩვენებელს გაიმეორებს, არის შანსი, რომ ოძეკის წოდება მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი 11 ორთაბრძოლას მოიგებს, იგი ხსენებულ წოდებას ყველა ვარიანტში დაიმსახურებს და ბანძუკეში ერთი საფეხურით დაწინაურდება.

ლევან გორგაძემ მიმდინარე წლის იანვარში "ჰაცუ ბაშო", იგივე იმპერატორის თასი მოიგო, რაც სუმოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულია. ტოჩინოშინამდე "ჰაცუ ბაშოზე" ტიტულის მოგება მხოლოდ ორმა ევროპელმა სუმოისტმა შეძლო.

იხილეთ - ტოჩინოშინის 15-ვე ორთაბრძოლა "ჰაცუ ბაშოზე" (ვიდეო)

ცხელი ამბები