წამებში გადაკეთებული სათამაშო ფორმა და
Aa
Aa

წამებში გადაკეთებული სათამაშო ფორმა და "ევერგრანდის" დაჯარიმებული პერსონალი

„გუანჯოუ ევერგრანდი“ ჩინური ფეხბურთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, ფაბიო კანავაროს გუნდს „სუპერლიგა“ ზედიზედ 7-ჯერ აქვს მოგებული და წელსაც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. 

„ევერგრანდი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ტიანძინ ქუანძიანს“ ეთამაშებოდა, როდესაც საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. მსაჯმა „გუანჯოუს“ ფეხბურთელს, ჟანს, სისხლიანი მაისურის გამოცვლა მოთხოვა და პრობლემა სწორედ ამან წარმოშვა. ჩინური გუნდის პერსონალს იმ მომენტში მოთამაშის სხვა მაისური არ აღმოაჩნდა და იძულებული გახდა ჟან (ვენჟაოს) 15 ნომრიანი მაისური გადაეკეთებინა.

საბოლოოდ მათ ყვითელი ლენტით ციფრი „1“ და მოთამაშის გვარი გადაფარეს და ფეხბურთელი მოედანზე საკმაოდ უცნაური ფორმით შეუშვეს, ჟანმა პირველი ნახევარი სწორედ ამ მაისურით ჩაამთავრა, მეორე ტაიმი კი თავისი ჩვეული სათამაშო ფორმით დაიწყო.

კლუბის გენერალურმა მენეჯერმა გაო ჰანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „გუნდის მომსახურე პერსონალმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ამით კლუბის რეპუტაცია დააზიანა“.

კლუბმა მომსახურე პერსონალს ფულადი ჯარიმა დაუწესა, თუმცა თანხის რაოდენობა საიდუმლოდ დატოვა.

მსოფლიო ჩემპიონის, ფაბიო კანავაროს გუნდი, „ტიანძინს“ შინ სამშაბათს უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის აშკარა ფავორიტად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები