პოლ პოგბა ჟოზეს მადლიერია - „სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელს შენი სჯერა“.
Aa
Aa

პოლ პოგბა ჟოზეს მადლიერია - „სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელს შენი სჯერა“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, გუნდის აპრილის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვების შემდეგ ჟოზეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფრანგმა ჯილდოსთვის ბრძოლაში თანაგუნდელები, ანდერ ჰერერა და ალექსის სანჩესი დაამარცხა. პოგბამ „მანჩესტერის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მეორედ მოიგო. პირველად პოლმა იგივე შედეგის მიღწევა აგვისტოში მოახერხა.

„იუნაიტედის“ ნახევარმცველს კლუბში  სერიოზული პრობლემები ჰქონდა და პოგბასთვის განსაკუთრებით რთული პორტუგალიელ სპეციალისტთან ურთიერთობის დალაგება აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით ჟოზე ზაფხულში 140 მილიონ ევროდ ნახევარმცველის გაყიდვასაც აპირებდა. თუმცა ფრანგმა ბოლო პერიოდში საკუთარი თამაში იპოვა და უკანასკნელ შეხვედრებში შესანიშნავად გამოიყურება. პოგბამ აპრილის თვეში 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პოლმა აღნიშნა:“ „კარგია, როდესაც მწვრთნელს და ფეხბურთელებს შენი სჯერათ. აქვე მინდა მადლობა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, რომელმაც ხმა მომცა. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვებაა და იმედი მაქვს, რომ სეზონს დადებით ნოტაზე დავასრულებთ“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მინო რაიოლამ პოგბას ტრანსფერი „პსჟ“-ს შესთავაზა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები