Aa
Aa

"სიტიმ" ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

“პრემიერ ლიგის“ გამარჯვებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი საშინაო ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი ოთხშაბათს „ბრაიტონთან“ იასპარეზებს.  პეპ გუარდიოლას კლუბი ამჯერადაც “Nike“-თან თანამშრომლობს და ახალ ფორმას საჩემპიონო დაჯილდოებიდან  სამი დღის შემდეგ მოირგებს.

განახლებული მაისურის დიზაინი კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტებითაა შთაგონებული. განსაკუთრებული  აღნიშვნის ღირსი 1937 წელს მოპოვებული პირველი ტიტული და 1999 წლის ფლეი-ოფია.

„ქალაქელებმა“ ღია ფერის წინდები (გამაშები) მუქი ლურჯით ჩაანაცვლეს და მაისურზე ახალი დეტალი - ღილი დაამატეს.

„სიტის“ მამაკაცთა გუნდის გარდა, იგივე ფორმით ქალებიც იასპარეზებენ. ქომაგებს საყვარელი გუნდის მაისურის შეძენა Nike.com-ზე 14 მაისიდან შეეძლებათ.

დიდი ალბათობით იაია ტურე „სიტის“ ფორმას პირველად სეზონის ბოლო შეხვედრაში მოირგებს. მანჩესტერიდან აფრიკელი ფეხბურთელის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და გულშემატკივრები „ბრაიტონთან“ მატჩში ნახევარმცველის გაცილებას აპირებენ.

ტურემ კლუბში 8 წელი გაატარა და „პრემიერ ლიგა“ სამჯერ, ასოციაციის თასი ორჯერ და ლიგის თასი ასევე ორჯერ მოიგო.

ხალდუუნ ალ მუბარაკმა ტურეს გუნდში გატარებული დრო დაუფასა და „სიტის“ აკადემიის ერთ-ერთ მოედანს მისი სახელი უწოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას იაიამ განაცხადა: „ეს გუნდი ჩემი პირველი ცოლი იყო და ამის შესახებ ჩემმა მეუღლემაც იცოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები