სტერლინგი კვლავ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

სტერლინგი კვლავ სკანდალში გაეხვა

რაჰიმ სტერლინგი ისევ სკანდალში ეხვევა. ახალგაზრდა შემტევმა, რომლის სანაცვლოდ "სიტიმ" "ლივერპულს" 49 მილიონი გირვანქა გადაუხადა და ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცია, კიდევ ერთხელ მისცა პაპარაცებს საბაბი და ფანები აალაპარაკა.

სტერლინგმა „უემბლის“ სიახლოვეს, ერთ-ერთ ბარში ჩილიმი გააბოლა. ამბობენ, რომ ეს იმდენად მძლავრი ჩილიმია, რომლის გაბოლებაც, ერთბაშად 100 სიგარეტის მოწევას უდრისო.

თავის დროზე, სტერლინგმა ბრენდან როჯერსისგან მიიღო შენიშვნა და გაფრთხილება, ჩრდილოირლანდიელმა რაჰიმი დამოძღვრა და უთხრა, რომ სიგარეტისთვის თავი უნდა დაენებებინა თუმცა სტერლინგმა ეს რჩევა, როგორც ჩანს, არათუ გაითვალისწინა, არამედ სხვა "გასართობებიც" დაიმატა და მენიუ გაამრავალფეროვნა. გავიდა ხანი და მერსისაიდელთა ბანაკში აღარც სტერლინგია და აღარც როჯერსი.

ინგლისისი ერთ-ერთი მთავარი იმედი, ახლა მანუელ პელეგრინის საფიქრალია. ჩილელს კი საზრუნავი და სანერვიულო ძალიან ბევრი აქვს, მას დავიდ სილვასა და სერხიო აგუეროს ტრავმა არ ეყოფოდა და კლუბის კაპიტანი ვენსან კომპანიც არ უჯერებს, 29 წლის მცველმა ნაკრებთან ერთად თამაში მაინც გადაწყვიტა, არადა "სიტი" შიშობს, რომ იგი ჯერ ბოლომდე არ მოშუშებულა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის სპეციალური დანადგარით იმძიმებს ფილტვებს და ამ ერთგვარ "ჩილიმს" ეწევა. რამდენიმე დღის წინათ, მისმა მეგობარმა გოგონამ პეიჯ ლი ჰანსელმაც გააზიარა მსგავსი სურათი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები