''მათ შევახსენე როგორ დაეწია კვერკველია ბეილს'' - ქართველი მცველი სიმბოლურში მეცხრედ მოხვდა
Aa
Aa

''მათ შევახსენე როგორ დაეწია კვერკველია ბეილს'' - ქართველი მცველი სიმბოლურში მეცხრედ მოხვდა

რუსეთის პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონი მოსკოვის ''ლოკომოტივის'' გამარჯვებით სრულდება. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსულ მედიასთან ქართველი მცველის სოლომონ კვერკველიას შესახებ ისაუბრა. 

''კვერკველიას გუნდში ადაპტაცია სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შეკრებაზე მითხრეს, რომ ქართველს სისწრაფე არ ჰქონდა. მათ საქართველოსა და უელსის ნაკრებთა შეხვედრა შევახსენე, როცა კვერკველია ბეილს დაეწია. წარმოუდგენელია, როცა ასეთი ფეხბურთელი ''რუბინის'' შემადგენლობაში სათადარიგოა. არ დავასახელებ მათ, ვინც მისი სისწრაფე დაიწუნა, თუმცა უთამაშებლობისას ფეხბურთელის შეფასება არასწორია'' - აღნიშნა იური სიომინმა.

ჟურნალისტებმა სიომინს შეახსენეს, რომ 2017 წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშედ კვერკველია დაასახელა. ამჯერად მწვრთნელმა დიპლომატიურად ისაუბრა: ''ვფიქრობ ახლა საუკეთესოდ თქვენც კვერკველიას დაასახელებთ, თუმცა ამჯერად არ მინდა ვინმეს გამოყოფა.  საუკეთესოები ჩვენი ქომაგები არიან.''

მიმდინარე სეზონში კვერკველიამ პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ''ზენიტთან'' მოგებული მატჩის შემდეგ championat.com-ის ვერსიით ქართველი მცველი მეცხრედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

ყაზანის ''რუბინში'' უთამაშებლობის შემდეგ კვერკველია იური სიომინმა მოსკოვის ''ლოკომოტივში'' მიიწვია. 2017 წლის დასაწყისიდან ქართველი ფეხბურთელი ''ლოკომოტივის'' შემადგენლობაში ირიცხება. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 28 მატჩში 2 გოლი შეაგდო. ''ლოკომ'' ჩემპიონობა პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა.

სოლომონ კვერკველიას შესახებ ასევე იხილეთ:

კვერკველია რუსეთის ჩემპიონია - დრამატული გამარჯვება გადამწყვეტ მატჩში

''ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, მაგრამ ნახევარფინალში გავალთ'' - კვერკველიამ ჩემპიონობა იზეიმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები