მეოთხედ სიმბოლურ გუნდში - დვალის მორიგი წარმატებული ასპარეზობა
Aa
Aa

მეოთხედ სიმბოლურ გუნდში - დვალის მორიგი წარმატებული ასპარეზობა

მიმდინარე სეზონში პოლონური ''პოგონის'' ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით მეოთხედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

გასულ ტურში ''პოგონმა,'' რომელიც პოლონეთის ელიტარული ლიგის მეორე რვა გუნდს შორისაა, საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა ''არკა.'' გამარჯვებულთა მაისურით საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. ''არკას'' ტრავმის გამო ლუკა ზარანდია ვერ ეხმარება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ''პოგონი'' 41 ქულით რვა გუნდს შორის მესამე ადგილზეა. ასევე 41 ქულაა მეორეადგილოსან ვროცლავის ''შლიონსკის'' ანგარიშზე. ''შლიონსკი'' ლაშა დვალის ყოფილი გუნდია.

მიმდინარე სეზონში ლაშა დვალმა ''პოგონის'' მაისურით პოლონეთის ჩემპიონატის 30 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო. ცენტრალურმა მცველმა ''ტერმალიცასთან'' დუბლი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს, რომელიც გარკვეული პერიოდი ინგლისური ''ბლექბერნის'' საკუთრება იყო, უთამაშია რიგის ''სკონტოს,'' თურქული ''ქასიმფაშას,'' გერმანული ''დუისბურგის,'' ყაზახური ''ირტიშისა'' და ვროცლავის ''შლიონკის'' შემადგენლობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები