ფერგიუსონი კომიდან გამოვიდა და ოჯახის წევრებს დაელაპარაკა
Aa
Aa

ფერგიუსონი კომიდან გამოვიდა და ოჯახის წევრებს დაელაპარაკა

ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი ალექს ფერგიუსონი შაბათს საღამოს სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. სერ ალექსს ტვინში სისხლჩაქცევა აქვს და ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ლეგენდარული შოტლანდიელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კვლავ ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება, თუმცა პროგრესი აშკარაა და ფერგი კომიდან გამოვიდა, შოტლანდიელმა საწოლზე წამოჯდომა და ოჯახის წევრებთან საუბარიც მოახერხა.

ფერგის ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით შოტლანდიელი სპეციალისტის ორგანიზმმა ოპერაცია კარგად გადაიტანა და მკურნალობაზე მისი რეაქციაც იმედისმომცემია. თუმცა ყველამ იცის, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი კიდევ დიდხანს გასტანს და ჯერ არაფერი დასრულებულა.

ფერგის ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გულშემატკივრებმა და ფეხბურთის ვარსკლავებმა შოტლანდიელის ოჯახს თანაგრძნობის წერილები გაუგზავნეს. „მანჩესტერის“ ყოფილმა კაპიტანმა მაიკლ კერიკმა, “MUTV“-ისთან საუბრისას განაცხადა:“ფერგის ამბავის გაგების შემდეგ განადგურებული ვიყავი. იგი ჩემთვის და კლუბისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც შენს ავტორიტეტს ასეთ მდგომარეობაში ხედავ. განსაკუთრებით რთული შაბათი საღამო გამოდგა, ჩვენ ვლოცულობდით და კლუბისგან პოზიტიურ ინფორმაციას ველოდით. ბედნიერი ვარ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და იმედი მაქვს, რომ ფერგი მალე გამოჯანმრთელდება. საფეხბურთო სამყაროს გამოხმაურებამ აჩვენა თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურაა სერ ალექსი. ოჯახის წევრებმა მხარდაჭერა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მიიღეს, რაც ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნებაა“.

უელსის ნაკრების მწვრთნელმა რაიან გიგზმა “BBC“-ისთან საუბრისას განაცხადა:“ფერგიმ ჩემს კარიერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. სიახლით განადგურებული ვარ, თუმცა როგორც გავიგე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება. ვიცი, იგი მებრძოლი ადამიანია, მჯერა რომ ასე ადვილად არ დანებდება და აუცილებლად გამოჯანმრთელდება“.

ფერგის შესახებ კომენტარი „იუნაიტედის“ მცველმა, ფილ ჯონსმაც გააკეთა: “განადგურებული ვარ, ის ლეგენდა და სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თამაშის საშუალება მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში მომცა. მან შვილივით მიმიღო და რამდენიმე წლის განმავლობაში მიცავდა. მჯერა, რომ მას ბრძოლა კიდევ შეუძლია და იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება“.

შოტლანდიელი სპეციალისტის მდგომარეობას არგენტინელი ნახევარმცველი, ხუან მატაც გამოეხმაურა: „სამწუხაროდ „მანჩესტერში“ ფერგის წასვლის შემდეგ მოვედი,თუმცა მის მემკვიდრეობას თითქმის ყველგან ვხედავ. ფერგიუსონმა კლუბს გამარჯვებულის მენტალიტეტი და მებრძოლი სული ჩამოუყალიბა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასოციაციის თასის ფინალში ფერგისეული „მანჩესტერის“ ღირსებები წარმოვაჩინოთ. იგი საფეხბურთო სამყაროში უნიკალური და საოცარი მოვლენაა და მე მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

"მას ბოლოს 1 კვირის წინ შევხვდი" - ვენგერი, გუარდიოლა, კონტე და კლოპი ფერგიუსონის შესახებ...

სერ ალექსი სიკვდილს ებრძვის! ფერგიუსონი ჰოსპიტალიზირებულია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები