ბასილაშვილმა მონფილსთან 3 სეტში წააგო
Aa
Aa

ბასილაშვილმა მონფილსთან 3 სეტში წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს პირველ წრეში, გაელ მონფილსთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მონფილსი კი საქმეს მშვიდად აკეთებდა - 6:2.

მეორე პარტია ქართველმა შესანიშნავად ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად 6:3-ზე დახურა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

მე-3 სეტის პირველი გეიმი ძალიან დაძაბული და როგორც შემდეგ გაირკვა გარდამტეხი გამოდგა. ჩაწოდებაზე ფრანგი ჩოგბურთელი იყო, ხოლო გეიმი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა, საბოლოოდ 5 ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ, იგი მონფილსმა მოიგო და უპირატესობას ბოლო გეიმამდე დამაჯერებლად ინარჩუნებდა.

თამაშის ბოლოს სიტუაცია ისევ დაიძაბა, როცა მატჩზე ჩაწოდებისას მონფილსს პრობლემები შეექმნა, თუმცა მიღებული 3 ბრეიკ-პოინტი გამოუყენებელი დარჩა და თამაში 6:2; 3:6; 6:3 დასრულდა.

მონფილსმა 9 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მან პირველ ჩაწოდებაზე ქულების 66%, ხოლო მეორეზე 50% მოიგო. რაც ყველაზე მთავარია, ფრანგმა 4-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბასილაშვილმა კი 10 შანსიდან მხოლოდ 2 ბრეიკი შეასრულა. ქართველმა 2 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ ჩაწოდებაზე ქულების 62%, მეორეზე კი 56% მოიგო. 

გაელ მონფილსი ტურნირის შემდეგ რაუნდში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში დასივენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები