Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ნიუ ორლეანი - გოლდენ სტეიტი 92 – 118

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ორი შეხვედრა გაიმართა. ფლეი-ოფის მეორე რაუნდის გახსნითი მატჩი ნიუ ორლეანში შედგა, სადაც „პელიკანსის“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა.

“მეომრებმა“ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს, განსაკუთრებით კარგად მეორე ნახევარი ითამაშეს და აღნიშნული პერიოდი 19 ქულით მოიგეს. საბოლოოდ „გოლდენ სტეიტმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში 3-1 დაწინაურდა.

„უორიორსის“ რიგებში 38 ქულითა და 9 მოხსნით კევინ დურანიტ გამოირჩა. სტეფ კარიმ გუნდს 23 ქულა შესძინა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ქუინ ქუკმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

„პელიკანსს“ ტრადიციულად 26 ქულითა და 12 მოხნით ენტონი დევისმა ულიდერა. ეტუან მურმა აქტივში 20 ქულა ჩაიწერა, ჯრუ ჰოლიდეიმ კი შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

სერიაში ანგარიში 3-1-ია და შემდეგი შეხვედრა 9 მაისს ოკლენდში გაიმართება.

იუტა - ჰიუსტონი 87 – 100

„ჰიუსტონმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და სერიაში 3-1 დაწინაურდა. ტეხასელებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი წააგეს, ისიც ერთქულიანი სხვაობით და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„ჰიუსტონს“ 27 ქულით კრის პოლმა ულიდერა. ჯეიმს ჰარდენმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა, კლინტ კაპელამ კი შეხვედრა 12 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა.

„იუტას“ მხრიდან 25 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. რუდი გობერმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 11 ქულა, 10 მოხსნა. ჯო ინგლსმა აქტივში 15 ქულა ჩაიწერა.

„როქეთსი“ სერიაში 3-1-ს იგებენ და შემდეგ შეხვედრას 9 მაისს ტეხასში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები