სტივ კერი:
Aa
Aa

სტივ კერი: "ეს არის საჭირო, რომ ჩემპიონი გახდე...ზაზა სწორედ ასეთი მოთამაშეა"

ზაზა ფაჩულია წლევანდელ სეზონში საკმაოდ ცოტას თამაშობს. პლეი-ოფების დაწყების შემდეგ ქართველი ცენტრი პარკეტზე მხოლოდ მეორე რაუნდის მე-3 შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანთან" სტუმრად გამართა და 119:100 წააგო.

ზაზამ პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო, რა დროშიც 3 ქულისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო.

"უორიორსის" თავკაცმა სტივ კერიმ ფაჩუალიას შესახებ Mercurynews-თან ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისით ამაყობს.

"ამ მომენტში, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ზაზაზე უკეთესი ლიდერი და მასწავლებელი არ შეიძლება, რომ ვინმე იყოს.

მას ფლეი-ოფებში ფაქტიურად არ უთამაშია, მაგრამ ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და გუნდის ახალგაზრდა წევრებს კარგ მაგალითს აძლევს. აი, სწორეს ეს არის საჭირო, რომ ჩემპიონი გახდე.

თქვენ უნდა გყავდეთ ბიჭები, რომლებიც საქმეს ერთგულად უდგებიან და ნამდვილი პროფესიონალები არიან.

ვისაც შესწევს ძალა, რომ ამ ადამიანურ მოთხოვნილებას ებრძოლოს, ის სწორ არჩევანს გააკეთებს. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ზაზა სწორედ ასეთი მოთამაშეა".

გასულ სეზონში ფაჩულიამ რეგულარული სეზონის 70 შეხვედრა სასტარდოდან დაიწყო, ხოლო პლეი-ოფების ყველა 15 მატჩი, რომელიც მან ჩაატარა, ზაზა ასევე ძირითად ხუთეულში იმყოფებოდა, თუმცა წლევანდელ სეზონში სტივ კერს ახალი ხედვა აქვს და ის სხვა მიმართულებით მუშაობს.

წლევანდელი სეზონის მეორე ნახევარი "გოლდენ სტეიტის" ცენტრებისთვის ძირითადად როტაციით მიმდინარეობდა.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში "სან ანტონიოს" წინააღმდეგ კერის გადაწყვეტილებით ჯაველ მაკგიმ ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო.

მეორე რაუნდში "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ, მწვრთნელი უფრო დაბალ და მოძრავ ხუთეულს ენდობა. მან მაკგის სასტარტოში მხოლოდ სერიის მე-3 შეხვედრა დააწყებინა.

კერი გუნდის ცენტრების შესახებ საუბრობს: "ჩენთვის ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. თითოეულ მათგანს მეტოქიდან გამომდინარე ვარჩევ და ვათამაშებ. ყველა მათგანი უდიდესი პროფესიონალია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები