სერ ალექსი სიკვდილს ებრძვის! ფერგიუსონი ჰოსპიტალიზირებულია!
Aa
Aa

სერ ალექსი სიკვდილს ებრძვის! ფერგიუსონი ჰოსპიტალიზირებულია!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ტვინში სისხლი ჩაექცა და ის სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზირებული.

ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემები BBC და Mirror-ი ავრცელებენ.

ფერგიუსონს ჰოსპიტალში თავის ტვინის სისხლძარღვთა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ეს ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა.

წყაროს ინფორმაციით ფერგიუსონი სალფორდის სამეფო ჰოსპიტალში იმყოფება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: "სერ ალექს ფერგიუსონს დღეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც ტვინში სისხლჩაქცევით იყო გამოწვეული.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ჯანმრთელობის სტაბილურობისთვის, მას ინტენსიური თერაპია ესაჭიროება.

მისი ოჯახი სრული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავშეკავებას გვირჩევს".

სერ ალექსის შვილს დარენს "დონკასტერსა" და "მილუოლს" შორის გასამართი წლის დასკვნითი მატჩის გამოტოვება მოუხდა, რათა მამის გვერდით ყოფილიყო.

კლუბმა მას 1 კვირიანი შვებულება მისცა.

ამ ძალიან ცუდ ახალ ამბავს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემიც" გამოეხმაურნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები