„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილი გააკრიტიკა!
Aa
Aa

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილი გააკრიტიკა!

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარტინ კიოუნმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ მესუთ იოზილი გააკრიტიკა და განაცხადა: „ვენგერმა გერმანელ ფეხბურთელში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადა და იოზილმა იმედები მსუბუქად რომ ვთქვათ ვერ გაამართლა. „ატლეტიკოსთან“ მატჩში მესუთი სტადიონზე საერთოდ „არ ყოფილა“ და ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა“.

„იოზილი მსოფლიო ჩემპიონია და მას უკეთესად თამაში მართებს. მთელი სეზონის მანძილზე გვხვდებოდა მომენტები, როდესაც მესუთი მინდორზე სრულიად შეუმჩნეველი იყო. მისი „ნიანგის ცრემლების“ არავის სჯერა“.

„ვფიქრობ იოზილი „არსენალისთვის“ მაქსიმუმს არ აკეთებს. გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც უკეთ თამაში მართებთ, მაგრამ რიგ მიზეზთან გამო ამას ან არ ან ვერ აკეთებენ.“

„ატლეტიკოსთან“ იოზილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა და არცერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. კიოუნი მიიჩნევს, რომ ოზილს მნიშვნელოვან შეხვედრებში, თავი გუნდში გადმოსვლის შემდეგ, არცერთხელ გამოუჩენია.

„გერმანელის თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. იგი დაცვაში საშინლად გამოიყურებოდა და თავი ვერც შეტევაში გამოიჩინა. მატჩის მიმდინარეობისას საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „დაეხმარება მესუთი გუნდს დაცვითი სამუშაობის შესრულებაში? მოახერხებს გერმანელი ნორმალური შეტევის წარმართვას?“.

„დენის ბერკამპის და ტიერი ანრის მსგავსი ფეხბურთელები გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, ისინი ბევრს მუშაობდნენ და საკუთარ სიდიადეს მოედანზე ამტკიცებდნენ. ვფიქრობ იოზილი ასე არ იქცევა. იგი „არსენალის“ ფორმის ტარებასაც არ იმსახურებს. საჭიროა მესუთთან ვიღაც მივიდეს და უთხრას: „ჩვენ შენამდე ბურთის მოტანას ვცდილობთ და ამისთვის ბევრს ვშრომობთ, რატომ არ აკეთებ იგივეს გუნდისთვის?!“.

კიოუნმა განაცხადა, რომ ვენგერმა დარჩენილ შეხვედრებში იოზილი სასტარტო შემადგენლობაში აღარ უნდა დააყენოს, რადგან ფრანგი სპეციალისტი ასეთი ფეხბურთით გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებს.

„ვფიქრობ იგი დარჩენილ მატჩებში აღარ ითამაშებს. იოზილი საშინლად გამოიყურება და ფაქტია გამარჯვებისთვის ყველაფერს არ აკეთებს. შესაძლოა მესუთსა და გუნდს შორის გარკვეული დაპირისპირებაც არსებობს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იოზილი საშინლად გამოიყურება და სტადიონზე მაქსიმუმს თითქმის არასდროს ტოვებს“.

„ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ „მეთოფებეები“ როი კინმაც გააკრიტიკა: „არსენალის“ ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა აკლდათ. ლიდერის არყოლამ და ხასიათის არ ქონამ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა“.

„ვფიქრობ ვენგერი უკეთესს იმსახურებდა და დასანანია, რომ ასეთი შედეგი მიიღო, თუმცა მჯერა, რომ ფეხბურთელებმა ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ!“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები