Aa
Aa

Bild: "ბაიერნი" "იუვენტუსს" 100 მილიონს სთავაზობს

სენსაციურ ცნობას ავრცელებს გერმანული ბილდი. გამოცემის მტკიცებით მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერის პაულო დიბალას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. პრესაში უკვე დიდი ხანია წერენ იმის თაობაზე, რომ რეკორდმაისტერების შემტევ რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლა სურს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ რამდენიმე თვის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ პოლონელი გუნდს არ დატოვებდა. გერმანული გამოცემის მტკიცებით, ლევანდოვსკის მიუნხენური გრანდიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს და ხელმძღვანელობა მის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ გავრცელდა ცნობები პაულო დიბალას შესაძლო ტრანსფერზე, რომელსაც პოლონელის შემცვლელად მოიაზრებენ.

რაც შეეხება არგენტინელ სუპერვარსკვლავს, იგი იუვენტუსში პალერმოდან 2015 წელს გადავიდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში დიბალამ სერია-ას 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლთან ერთად აქტივში 5 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

დიბალას რომ ბევრი მსურველი ჰყავს ეს ახალი ამბავი არ არის. 20 მარტს ფეხბურთელი მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში დიეგო სიმეონესთან ერთად შენიშნეს. პრესაში წერენ, რომ როხიბლანკოს სპეციალისტს თანამემამულის თავის გუნდში ხილვა სურს.  99 % გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე „ატლეტიკოს“ გუნდის ლიდერი ანტუან გრიზმანი დატოვებს.

თუ ბილდს დავუჯერებთ და „ბაიერნი“ დიბალას გადაბირებით მართლაც არის დაინტერესებული, მაშინ გერმანელებს მის ხელში ჩასაგდებად საკმაოდ დიდი ბრძოლა დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან „რეკორდმაისტერებს“ იუპ ჰაინკესი დატოვებს და გუნდს „აინტრახტის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები