Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ტორონტო - კლივლენდი 110 - 128

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ორი საფლეიოფო შეხვედრა გაიმართა. ტური კანადაში გაიხსნა, სადაც ტრადიციულად „ტორონტომ“ ვერაფერი გააწყო ლებრონის წინააღმდეგ და უშანსოდ დამარცხდა.

კანადელებმა საშინელი მეორე ნახევარი ჩაატარეს და აღნიშნული პერიოდი 47-67 წააგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა. „მეფემ“ თავი 43 ქულასთან ერთად 14 გადაცემას და 8 მოხსნას მოუყარა. კევინ ლავმა გუნდს 31 ქულა შესძინა. ჯეი არ სმიტმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

„ტორონტოს“ მხრიდან 24 ქულით დემარ დეროუზანი გამოირჩა. კაილ ლოურიმ აქტივში 21 ქულა ჩაიწერა. იონას ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი მიითვალა და 16 ქულას 12 მოხსნა მიამატა.

„კლივლენდი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას შინ 6 მაისს გამართავს.

 

ბოსტონი - ფილადელფია 108 – 103

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო „ბოსტონმა“. „კელტებმა“ საკუთარ კედლებში „ფილადელფია“ დაამარცხეს და სერიაში ორმატჩიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ცუდი სტარტის შემდეგ „ბოსტონმა“ ყველა მეოთხედი მოიგო და „ფილას“ 5 ქულიანი უპირატესობით სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები