მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მე, მისი „თეთრი მამა“ ვიყავი...ესიენი თავისი თანაგუნდელებისთვის მოკვდებოდა"

ჟოზე მოურინიომ Astro Supersport-თან ინტერვიუში თავისი ყოფილი შეგირდის მაიკლ ესიენის შესახებ ისაუბრა და საკუთარი თავი განელი ფეხბურთელის „თეთრ მამად“ მოიხსენია.

პორტუგალიელი სპეციალისტი ესიენთან მუშაობის პერიოდში მას თავის შვილს ეძახდა, ხოლო ფეხბურთელი მამას.

2005 წელს ჟოზემ ესეინი „ლიონიდან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 2012 წელს კი მათი ურთიერთობა მადრიდის „რეალში“ გაგრძელდა.

„ის არ იყო ჩემი მოთამაშე, ის ჩემი შვილი იყო. მე, მისი „თეთრი მამა“ ვიყავი.

იგი ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც თავის სახლში მიმიპატიჟა, სადაც ის გაიზარდა და ქუჩა, სადაც ის ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა.

მან მაიძულა განა შემეყვარებინა. აკრა, ქალაქი სადაც ის ცხოვრობდა. ეს ყველაფერი მისი მენტალიტეტის უკეთ გაგებაში დამეხმარა“.

ესიენს ტრავმები ხშირად აწუხებდა. თუმცა, მისმა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ ის მოურინიოს გუნდში დატოვა.

„მე მესმის, თუ რატომ თამაშობდა ის ასე და რატომ იყო იგი ყველაფრისთვის მზად. ესიენი თავისი თანაგუნდელებისთვის მოკვდებოდა. მესმის, რატომაც ითამაშა მან „რეალში“ ტრავმირებული მუხლით.

ეს იყო განადგურებული მუხლი. ასეთ ვითარებაში თამაში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, თუმცა ამ სურვილით, მენტალიტეტითა და ტანჯვით, მაგრამ ყოველთვის ღიმილით, ის მოედანზე მაინც გადიოდა. ესიენი ხშირად იღიმოდა“.

როდესაც ესიენმა Astro Studio-ს ეთერში მოურინიოს ზემოხსენებული ინტერვიუ ნახა, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს ძალიან ემოციურია. ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაც მან თქვა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

მაიკლ ესეინის პროფესიონალური კარიერა 2000 წელს ფრანგულ „ბასტიაში“ დაიწყო. შემდეგ იყო „ლიონი“ და „ჩელსი“ - გუნდები სადაც ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები ჰქონდა.

ესიენმა „ჩელსის“ შემდეგ თითო სეზონი „რეალში“, „მილანში“, „პანათინაიკოსში“ და ინდონეზიურ „პერსიბ ბანდუნგში“ გაატარა, სადაც კარიერაც დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები