გრიზმანის
Aa
Aa

გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდება

ანტუან გრიზმანის კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" დასასრულს უახლოვდება.

ფრანგი ფორვარდი "ვანდა მეტროპოლიტანოს" დასატოვებლად ემზადება და ეს ყველაფერი დღითიდღე სულ უფრო რეალური ხდება.

Mundo Deportivo და Catalunya Radio ესპანელი ჟურნალისტის კიკე გუაშის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც "ბარსელონასა" და გრიზმანის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა შედგა.

როგორც ცნობილია, გრიზმანის უფლებებს მისი და წარმოდგენს, რომელიც ხსენებულ შეხვედრას ესწრებოდა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის გამართული შეხვედრა გრიზმანის ტრანსფერის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია და მალე ცნობილი გახდება, რომ ფრანგი ფეხბურთელი 2017-2018 წლების სეზონიდან "კამპ ნოუზე" იასპარეზებს.

გუაშის თქმით, გრიზმანი "ბარსელონასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და "ატლეტიკო" 100 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, თუ საჭირო გახდა კატალონიელები მეტის გადასახდელადაც მზად არიან.

რამდენიმე თვის წინ "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" დადეს შეთანხმება, რომ კატალონიელები გრიზმანს მადრიდელთა თანხმობის გარეშე არ დაელაპარაკებოდნენ და მასთან კონტაქტს მხოლოდ "როხიბლანკოს" შეთავაზების შემდეგ დაამყარებდნენ.

"ატლეტიკომ" გრიზმანს ახალი კონტრაქტის პირობები ჯერაც არ შესთავაზა და როგორც ჩანს, ფეხბურთელმა წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა.

გრიზმანს სურს, რომ მისი მომავალი კლუბის ვინაობა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გაირკვეს. ფეხბურთელმა ამის შესახებ თავის ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები