Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა. „ჰიუსტონმა“ „იუტას“ უმასპინძლა და სენსაციური მარცხი განიცადა.

„ჯაზმენებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ტეხასელებმა დაბრუნება მესამე მეოთხედში სცადეს და სხვაობა მინინუმამდე შეამცირეს, თუმცა „იუტამ“ მობილიზაცია მოახერხა და ბოლო პერიოდი 7 ქულით მოიგო.

„ჯაზმა“ 15 სამიანი ჩააგდო, 26 გადაცემა მიითვალა და ბურთი 48-ჯერ მოხსნა. ტეხასელებმა კალათში, ნასროლი ბურთების მხოლოდ 40 პროცენტი მოათავსეს და 37-დან მხოლოდ 10 სამიანი ჩააგდეს.

„იუტას“ 27 ქულით ჯო ინგლსმა ულიდერა. ავსტრალიელმა 9-დან 7 სამიანი ჩააგდო და 2 გადაცემასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. „ჯაზმენების“ ახალწვეულმა ვარსკლავმა, დონოვან მიჩელმა შეხვედრა 17 ქულითა და 11 გადაცემით დაასრულა. ალეკ ბერკსმა სათადარიგო სკამიდან გუნდს 17 ქულა შესძინა, ხოლო ჯეი კრაუდერმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 15 ქულა, 10 მოხსნა.

„ჰიუსტონის“ რიგებში 32 ქულითა და 11 გადაცემით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. თუმცა ტეხასელთა გამთამაშებელმა 10-დან 2 სამიანი ჩააგდო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. კრის პოლმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა, კლინტ კაპელამ კი მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 21 ქულა, 11 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ერიკ გორდონმა აქტივში 15 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა.

სერიაში ანგარიში თანაბარია 1-1 და შემდეგი შეხვედრა იუტაში 5 მიასს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები