Aa
Aa

"რეალი" VS "ბაიერნი" - ფეხბურთელებისა და ევროპული პრესის გამოხმაურება

მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართულ ნახევარფინალს ხმაურის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია.

ისევე როგორც შარშან, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საკამათო ეპიზოდები ამჯერადაც იყო.

ჯიუნეთ ჩაქირის გადაწყვეტილებებმა საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაყო.

გთავაზობთ, ევროპული ტაბლოიდების მიერ მთავარ გვერდზე გამოტანილ სათაურებს, რომლებიც გუშინდელ მატჩს მიეძღვნა.

ესპანური პრესის აზრი რა თქმა უნდა ორად გაიყო. მდრიდული გაზეთები საკამათო ეპიზოდებზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდნენ, კატალონიელები კი მსაჯის თემას წინა პლანზე წევდნენ.

Mundo Deportivo

„ბაიერნი“ „ბერნაბეუზე“ მსაჯის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილების გამო დაზარალდა.

ჯიუნეთ ჩაქირი „რეალს“ ისევე მიემხრო, როგორც ეს ერთი წლის წინ ვიქტორ კაშაიმ გააკეთა.

Sport

აი ასე მოიგო „რეალმა“.

ჩაქირისა და „ბაიერნის“ საჩუქრების შემდეგ მადრიდელები ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ.

მარსელოს ბურთი ხელზე ხვდება და პენალტი აშკარა იყო, ხოლო ულრაიხი ბენზემას მეორე გოლის გატანის საშუალებას აძლევს.

Marca

მე-13 თასისკენ!

ბრიტანული DailyMail

ძალიან დაძაბული მატჩი! რონალდუმ და თანაგუნდელებმა ფინალის საგზური სასაცილო შეცდომის შედეგად მოიპოვეს, ხამესს კი თავისი ყოფილი გუნდის ნახევარფინალიდან გამოგდება შეეძლო.

იტალიური პრესა:

Tuttosport

„რეალი“ ფინალშია, მაგრამ მსაჯის შეცდომის დამსახურებით.

Gazzetta

„რეალი“ ჩვეულ სტილში: ზედიზედ მესამე ფინალი.

მადრიდელებისთვის „ბაიერნთან“ 2:2 საკმარისი გამოდგა.

გერმანული Bild

ექვსი თვალი და ერთი ხელი.

როგორ შეიძლება მსაჯს ეს ვერ შეემჩნია?

და კიდევ 5 კითხვა დაძაბული მატჩის ირგვლივ.

შეხვედრას სოციალური ქსელისა და ტელევიზიების საშუალებით ფეხბურთელებიც გამოეხმაურნენ.

ფრენკ ლამპარდი:

„ეს არ არის ბოლო წლების „რეალი“. მათ წარმოუდგენლად გაუმართლათ“.

სტივენ ჯერარდი:

„რეალი მთელი გუნდით დაცვაში იდგა და ბაიერნი დომინირებდა. მიუნხენელებმა გაცილებით მეტი მომენტი შექმნეს და ჩემთვის მათ უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

რეალს ლივერპულის წინააღმდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან მადრიდელთა დაცვა უხეშ შეცდომებს უშვებს და მათ პრობლემები ფლანგებზეც აქვთ“.

რიო ფერდინანდი:

„თუ, რეალი ფინალშიც 4-4-2 ტაქტიკური სქემით ითამაშებს, ლივერპული მათ ნაწილებად დაშლის და გაანადგურებს“.

ჯერომ ბოატენგი:

“ეს პენალტი არ არის? კარგით რა...

არტურო ვიდალმა საკუთარი Instagram-ის გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოქვეყნა და ემოციები ვერ მოთოკა.

„კიდევ ერთხელ! პენალტია ნაგვებო.

შემდეგ, ვიდალმა „რეალის“ მოთამაშეების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „ვირთხები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები