Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ბოსტონი - ფილადელფია 117 - 101

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ საკუთრ მოედანზე „ფილადელფიას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.      

ჯეილენ ბრაუნის გარეშე „კელტებს“ როზიერი, ტატუმი, ჰორფორდის ტრიომ ულიდერა. ბოსტონელებმა 36-დან 17 სამქულიანი ჩააგდეს და 27 გადაცემა მიითვალეს. რაც შეეხება „ფილადელფიას“, „სიქსერსს“ პერიმეტრიდან სროლები არ წაუვიდა და 26 სამიანიდან კალათში მხოლოდ 5 მოათავსა.

„ფილადელფიას“ რიგებში ორმაგი დუბლი ჯოელ ემბიდმა მიითვალა - 31 ქულა, 13 მოხსნა. ჯეი ჯეი რედიკმა მატჩი 20 ქულით დაასრულა, ხოლო ბენ სიმონსმა აქტივში 18 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 6 გადაცემა მოაგროვა.

„ბოსტონი“ სერიაში დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრა შინ 4 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები