რა მდგომარეობაშია ამჟამად ნეიმარი და როდის დაბრუნდება მოედანზე?
Aa
Aa

რა მდგომარეობაშია ამჟამად ნეიმარი და როდის დაბრუნდება მოედანზე?

ნეიმარის ტრავმის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და, რაც ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებს იმედით განაწყობს.

ბრაზილიელ ვარსკვლავს მორიგი სამედიცინო შემოწმება გასული კვირის ბოლოს ჩაუტარდა, რომლის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ დიდი შანსია, იგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

ნეიმარი ამჟამად ბრაზილიაში იმყოფებდა და იქაური ექიმები მკურნალობენ, თუმცა რამდენიმე დღეში სარეაბილიტაციო ეტაპის მორიგი კურსისათვის პარიზში უნდა ჩავიდეს.

თავად ფეხბურთელი ვარაუდობს, რომ მოედანს მაისის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, მას შემდეგ, რაც მის ფეხზე ბოლო შემოწმება ჩატარდება. 26 წლის სუპერვარსკვლავი ფიტნეს დარბაზში ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობით მსუბუქად უკვე ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა თებერვლის ბოლოს „მარსელთან“ გამართული შეხვედრისას მარჯვენა ფეხის მე-5 მეტატარსალი მოიტეხა, რომლის ადგილზეც ახლა მას მეტალის მცირე ნაწილი აქვს ჩასმული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები