ბასლერი: მესი თუ რონალდო? საუკეთესო თავდმასხმელი ლევანდოვსკია
Aa
Aa

ბასლერი: მესი თუ რონალდო? საუკეთესო თავდმასხმელი ლევანდოვსკია

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მარიო ბასლერმა „რეკორდმაისტერის“ ცენტრალური თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის მიმართ კომპლიმეტები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ამ მომენტში პოლონელი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია.

„როდესაც ლევანდოვსკი „ბაიერნში“ გადავიდა, ვივარაუდე, რომ იგი ყოველ სეზონში მინიმუმ 30 გოლს გაიტანდა. ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, თუმცა პოლონელმა მასზე გაცემული ავანსები ნამდვილად გაამართლა. ძალიან რთულია იგი მესისა და რონალდოს შევადარო, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შემიძლია. დღეისათვის, ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია“ განაცხადა ბასლერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები