Aa
Aa

სროლა 1 წამით ადრე! 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებულია!

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებული გახდა.

გუშინ, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა ნახევარფინალში ბელორუსული “ცმოკი-მინსკი” 83:60 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრაში, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლატვიური “ვალმიერა” 81:80 დაამარცხა.

მატჩი ზედრამატული გამოდგა და საოცარი ფინალიც ჰქონდა.ანგარიშში ძირითადად წინ ლატვიელები იმყოფებოდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრები დაწევას და წინ გასვლასაც ახერხებდა.

მატჩის კულმინაცია უკანასკნელ წამებზე იყო, როდესაც "ვალმერია" 80:78-ს იგებდა და 11 წამით ადრე ბურთიც მათ ჰქონდათ, თუმცა არაზუსტად ესროლეს და თასის მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს.

საქართველოს ნაკრებმა 9 წამით ადრე თავისი ბოლო შეტევა წამოიწყო, რომელიც სამქულიანის სროლით გაგრძელდა. ფევაძის სამიანი არაზუსტი გამოდგა, მაგრამ ფარქვეშ ნიკა დარბაიძემ მოხსნაზე ყველას აჯობა და ორქულიანი ჩააგდო, სირენასთან ერთად მსაჯმა ჯარიმაც დააფიქსირა.

ჯარიმა დარბაიძემ აუღელვებლად შეასრულა და ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა ხსენებულ ტურნირზე მე-3 პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები