დერეკ როუზის დაბრუნება გადაიდო
Aa
Aa

დერეკ როუზის დაბრუნება გადაიდო

"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელსაც საწვრთნელი ბანაკის პირველივე დღეს თვალის არეში ძვალი გაუტყდა, შესაძლოა, ადრე დათქმულ ვადაზე გვიან დაბრუნდეს მოედანზე.

ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ოპერაციიდან ორი კვირის თავზე, კერძოდ კი 14 ოქტომბერს, როუზი შეძლებდა ვარჯიშების განახლებას, მაგრამ თვალის არეში ჰემატომა არ გაიწოვა, ამიტომაც, როუზის გუნდთან შეერთდება დაგვიანდება, - წერს საკუთარ "ტვიტერზე" ამერიკელი ჟურნალისტი კეი სი ჯონსონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები