რომან აბრამოვიჩი ტრანსფერებისთვის ემზადება - რა ბედი ელის კონტეს?
Aa
Aa

რომან აბრამოვიჩი ტრანსფერებისთვის ემზადება - რა ბედი ელის კონტეს?

მიუხედავად იმისა რომ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რომან აბრამოვიჩმა კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმა შეადგინონ. ამ თემასთან დაკავშირებით,  აბრამოვიჩმა „ჩელსის“ სამეურვეო საბჭო მოიწვია და სპეციალური თათბირი გამართა, რათა „ლურჯებმა“ საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა გააგრძელონ.

ანტონიო კონტეს „ჩელსიდან“ წასვლის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, ამის მიზეზად კი კლუბის სამეურვეო საბჭოსთან კონტეს დაძაბული ურთიერთობა სახელდება. იტალიელი სპეციალისტის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი ფეხბურთელი შეიძინოს. თავად „ჩელსის“ ბოსები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან, რომ ის უფლება შეიზღუდონ, რაც მათ სატრანსფერო კუთხით აქვთ. უფრო მეტიც, უკანასკნელ თვეებში რუსმა ბიზნესმენმა კლუბის მართვა უფრო მეტად აქტიურად დაიწყო და როგორც ცნობილია, „ლურჯების“ ამჟამინდელი და მომავალი მწვრთნელების ბედსაც სწორედ ის გადაწყვეტს.

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩელსის მთავარი სამიზნეები - „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველი, ჯონ სტოუნსი და „ნიცას“ ნახევარმცველი ჟან მიშელ სერი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები