უცნაური მიზეზი, რის გამოც რანიერიმ
Aa
Aa

უცნაური მიზეზი, რის გამოც რანიერიმ "ნანტის" სადღესასწაულო ცერემონია გამოტოვა

იტალიელმა ტაქტიკოსმა, კლაუდიო რანიერიმ „ნანტის“ გულშემატკივრების კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც სპეციალისტმა გუნდის საიუბილეო ვახშამი გამოტოვა. „ნანტი“ დაარსებიდან 75 წლის გასვლას აღნიშნავდა.

ცერემონიაზე მწვრთნელის არგამოჩენის შემდეგ პრესაში ჭორები კლუბის ხელმძღვანელობასა და კლაუდიოს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ აგორდა. თუმცა რანიერიმ გავრცელებული ინფორმაცია კატეეგორიულად უარყო და არყოფნის საკმაოდ უცნაური მიზეზი დაასახელა.

“Le Figaro“-სთან საუბრისას იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა:“როდესაც ცერემონიაზე დასასწრებად მოვედი, პარკინგზე იმდენი მანქანა დამხვდა დასაყენებელი ადგილი ვერ ვიპოვე. დიდი ხნის ძიების შემდეგ იძულებული გავხდი კლუბის პრეზიდენტისთვის დამერეკა და მეთქვა, რომ ცერემონიაზე მისვლას ვერ ვახერხებდი“.

„მოგვიანებით მძღოლს ვთხოვე, რომ ნანტის აეროპორტში წავეყვანე, საიდანაც კერძო თვითმფრინავით ინგლისში გადავფრინდი, რადგან ბინაში, სადაც ვცხოვრობდი ძლიერი წვიმების გამო, სახურავიდან წყალი ჟონავდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები