Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ერთადერთი შეხვედრა გაიმართა. ფლეი-ოფის მეექვსე მატჩში „მილოუკიმ“ შინ „ბოსტონი“ დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„ბაქსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა და „სელტიკსს“ აღნიშნულ მონაკვეთში 26-15 სძლია. პირველად სერიაში „ხარირმებმა“ მეტოქეზე მეტი მოხსნა და გადაცემა მიითვალეს.

„მილოუკის“ 31 ქულითა და 14 მოხსნით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. კრის მიდლტონმა აქტივში 16 ქულა ჩაიწერა. მალკოლმ ბროგდონმა მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„ბოსტონსი“ მხრიდან 22 ქულით ჯეისონ ტატუმი გამოირჩა, ტერი როზიერმა გუნდს 16 ქულა შესძინა. ჯეილენ ბრაუნმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. ალ ჰორფორდმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 10 ქულა, 10 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა მარკუს მორისმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.

კალათბურთის მშვენება - მეშვიდე თამაში 29 აპრილს ბოსტონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები