Aa
Aa

შენგელიას 11 ქულა და მარცხი "ფენერბაჰჩესთან"! "ბასკონია" ფლეი-ოფს დაემშვიდობა

სამწუხაროდ თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ევროლიგის“ ფლეი-ოფს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა. ბასკები შინ „ფენერბაჰჩესთან“ დამარცხდნენ და სერია 3-1 წააგეს.

თურქებმა მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და შესვენებაზე 16 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ვიტორიელებმა შეხვედრაში დაბრუნება მეორე ტაიმში სცადეს, თუმცა „ფენერს“ სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია და „ბასკონია“ სტუმრად 92-83  დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 25:41 წუთი გაატარა, რა დროშიც ბასკთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა აქტივში 11 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა.

ვიტორიელთა მხრიდან ვინსენტ პოირემ შეხვედრა 14 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. როდრიგო ბობოამ გუნდს 13 ქულა შესძინა. იოჰანეს ვოიტმანმა კი თავი 12 ქულას და 7 მოხსნას მოუყარა.

„ფენერბაჰჩეს“ 22 ქულით მარკო გუდურიჩმა ულიდერა. ნიკოლო მელიმ აქტივში 21 ქულა ჩაიწერა, ხოლო ნიკოლა კალინიჩმა გუნდს 13 ქულა შესძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები