მერებაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - ფეხბურთელი ორ თვეში დაბრუნდება
Aa
Aa

მერებაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - ფეხბურთელი ორ თვეში დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელს გიორგი მერებაშვილს ფინეთის ქალაქ ტურკუში ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრ hospitalneo-ში ოპერაციას ცნობილი ფინელი ექიმი საკარი ორავა უძღვებოდა. გამოცდილი მოთამაშე მოედანს ორ თვეში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საკარი ორავა საკმაოდ ცნობილი ექიმია. წარსულში მან გაუკეთა ოპერაცია პეპ გუარდიოლას, დიდიე დეშამს, დევიდ ბექემს, ფაბიო კოენტრაოსა და კიდევ არაერთ ცნობილ ფეხბურთელს. ასევე სერბ ჩოგბურთელ იანკო ტიპსარევიჩს.

სეზონი მერებაშვილისთვის 16 აპრილს კრაკოვის ''ვისლასთან'' შეხვედრაში დასრულდა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი მარცხენა ფეხის კუნთზე მიღებული ტრავმის გამო  მე-16 წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ექსტრაკლასას 29 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა და 4 პენალტი გამოიმუშავა. მერებაშვილი ტრავმის გამო ივნისში დაგეგმილ სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები