''არასოდეს თქვა არასოდეს'' - ლამპარდი და ფერდინანდი ბეილის ტრანსფერს ვარაუდობენ
Aa
Aa

''არასოდეს თქვა არასოდეს'' - ლამპარდი და ფერდინანდი ბეილის ტრანსფერს ვარაუდობენ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის ''რეალმა'' სტუმრად 2:1 დაამარცხა მიუნხენის ''ბაიერნი.'' ''ალიანს არენაზე'' გამართულ შეხვედრაში უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბეილის შესახებ ისაუბრა: “ჩემს განკარგულებაში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება. არ ვეთანხმები აზრს, რომ მე ბეილს არ ვათამაშებ. სეზონი გრძელდება, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. სეზონის დარჩენილ ნაწილში ბეილზე დაყრდნობას ვაპირებ.’’

 BT Sport-ზე ფრენკ ლამპარდმა და რიო ფერდინანდმა გარეტ ბეილის უთამაშებლობის შესახებ კომენტარი გააკეთეს. მათი აზრით ბეილის უთამაშებლობა “სამეფო კლუბში’’ ცვლილებებს მოასწავებს. მათი აზრით დიდი ეჭვის ქვეშ დგას ბეილის “სამეფო კლუბში’’ დარჩენის საკითხი. სავარაუდოდ მოთამაშე ესპანურ კლუბს დატოვებს.

 გერმანულ Bild-ს უელსელი ფეხბურთელი კარიერის “ბაიერნში’’ გაგრძელებისა და რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ესაუბრა: “ეს ფეხბურთია. არასდროს თქვა არასდროს. ამ მომენტში “რეალში’’ ვთამაშობ და “სამეფო კლუბში’’ თამაშით სიამოვნებას ვიღებ. “ბაიერნი’’ უძლიერესი გუნდია. მიუნხენური კლუბი ევროპასა თუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პატივისცემის გამოხატულებაა, როდესაც მიუნხენის “ბაიერნს’’ უკავშირებენ, თუმცა დღეს მე მადრიდის ‘‘რეალის’’ ფეხბურთელი ვარ. 

რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. კარგად გვახსოვს, რომ მან ჩვენს წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშა. ის დიდებული გამტანია.''

 

2013 წელს ბეილი ''ტოტენჰემიდან'' მადრიდის ''რეალში'' იმ დროისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხად 100 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. ლა ლიგაში 33 თამაშიდან 22-ში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები