''უემბლი'' იყიდება - ასოციაციამ შეთავაზება მიიღო
Aa
Aa

''უემბლი'' იყიდება - ასოციაციამ შეთავაზება მიიღო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ''უემბლის'' სტადიონის გაყიდვას გეგმავს. Sun-ის ინფორმაციით ''ფულემის'' მფლობელი შაჰიდ ხანი მზადაა სტადიონის შესაძენად 600 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, ხოლო სტადიონისგან შემოსული შემოსავლით ასოციაცია კიდევ 400 მილიონს მიიღებს. საერთო ჯამში შაჰიდ ხანი ასოციაციას 1 მილიარდ ფუნტს გადაუხდის.

შაჰიდ ხანი ასევე ფლობს ამერიკული ფეხბურთის კლუბ ''იაგუარს.'' მხარეებს შორის პირველი შეხვედრა დღეს, 26 აპრილს შედგა. შეთანხმების შემთხვევაში ''იაგუარსი'' ''უემბლიზე'' გამართავს მატჩებს. 

 

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა: ''ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიიღო ოფიციალური შეთავაზება ''უემბლის'' სტადიონის გაყიდვასთან დაკავშირებით.''

ვინ არის შაჰიდ ხანი?

პაკისტანის ქალაქ ლაჰორიში დაბადებული ბიზნესმენი ინგლისში 2013 წელს გამოჩნდა, როცა მოჰამედ ალ-ფაიედისგან ''ფულემი'' შეიძინა.

შაჰიდი 16 წლამდე პაკისტანში ცხოვრობდა, შემდეგ კი ინჟინერის პროფესიის შესასწავლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინჟინერის პროფესიის შესწავლის შემდეგ პაკისტანელი აშშ-ში ავტომობილების ნაწილებს აწარმოებდა.

Forbes-ის 2018 წლის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის შაჰიდ ხანი 217-ე ადგილზე გავიდა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით აშშ-ში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის შაჰიდ ხანი 73-ე იყო. ბიზნესმენი 5,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები