Aa
Aa

ყველა დროის საუკეთესო დარტყმა? მარკ უილიამსის საუცხოო სნუკერი

მარკ უილიამსმა „სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე“ ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა განახორციელა.

უელსელი საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა და საჯარიმო ქულის თავიდან ასაცილებლად „სნუკერის“ განხორციელება მოუწია. უილიამსის მთავარი მიზანი მწვანე ბურთთან მაქსიმალურად მცირე კონტაქტი იყო, რათა მოწინააღმდეგესთვის ხელსაყრელი პოზიცია არ მიეცა. თუმცა ნაცვლად ამისა მარკმა წლის და ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა განახორციელა და მწვანე ბურთი ლუზაში მოათავსა.

ხალხი დარტყმით გაოცებული დარჩა, ხოლო მის ოპონენტს - ჯიმი რობერტსონს წარმოდგენა არ ჰქონდა „გაეცინა თუ ეტირა“.

უილიამსს არც გაუღიმია, მეტოქის მილოცვა ჩვეულებრივად მიიღო და მატჩი განაგრძო.

დღესდღეობით ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი რეიტინგის მეშვიდე პოზიციას იკავებს. უილიამსმა რობერტსონს დამაჯერებლად 10-5 სძლია და შემდეგ რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც იგი სენსაციურად მოხვედრილ რობერტ მილკინს დაუპირისპირდება. რომელმაც თავისმხრივ ნილ რობერტსონი დაამარცხა.

ბუნებრივია თუ უილიამსი ასეთი დარტყმებს მომავალშიც შეასრულებს მას მსოფლიო ჩემპიონატზე ალბათ ვერავინ შეაჩერებს.

ცხელი ამბები