ტაისონ ფიურის მეტოქის ვინაობა ცნობილია?
Aa
Aa

ტაისონ ფიურის მეტოქის ვინაობა ცნობილია?

ალბანელი მოკრივის სეფერ სეფერის მიხედვით ტაისონ ფიური 9 ივნისს მანჩესტერში, სწორედ მასთან დაპირისპირებით დაბრუნდება.

ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ „ბრიტანული კრივის საბჭოსგან“ მიღებული ლიცენზია გაასაჯაროა და „ქამბექი“ ოფიციალურად გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ტაისონს დისკვალიფიკაცია ვლადიმირ კლიჩკოსთან გამარჯვების შემდეგ ნარტკოტიკული ტესტის წარუმატებლად გავლისთვის მისცეს. ბრიტანელს სისხლში კოკაინი აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ფრენკ უორენს, რომელიც ტაისონ ფიურის პრომოუტერია ოფიციალურად ჯერ არაფერი დაუდასტურებია, თუმცა თუ სეფერის დავუჯერებთ ფიური დიდ კრივში სწორედ მასთან ორთაბრძოლით დაბრუნდება.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე რინგზე ტაისონ ფიურის დავუპირისპირდებოდი. იგი ჩემი კუმირია და მასთან ბრძოლა ახდენილი ოცნებაა“.

„ფიური 21-ე საუკუნის ლეგენდაა, რომელსაც მშვენიერი ფიზიკური მონაცემები აქვს. იგი მაღალი და ძლიერი მოკრივეა, რომელიც მიუხედავად მისი წონისა, რინგზე მშვენივრად გადაადგილდება. ბოლოსდაბოლოს სწორედ მან მოახერხა ვლადიმირ კლიჩკოს სამეფო ტახტიდან ჩამოგდება!. ფიური ნამდვილი დათვია“.

სეფერი სხვა წონით კატეგორიაში იბრძვის და ტაისონთან გასამართი ორთაბრძოლისთვის წონის მომატება მოუწევს. 39 წლის მოკრივე ვარჯიშის დასაწყებად უკვე ემზადება და მოსამზადებელ პერიოდს ჰამბურგში გაივლის, სადაც უახლოეს დღეებში გაფრინდება.

სეფერი მოუთმენლად ელის ბრიტანელთან ჩხუბს და მიაჩნია, რომ ფიურისთან მარცხი სირცხვილი ნამდვილად არაა.

„ფიურის იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის! მე გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.

მიუხედავად ალბანელის განცხადებებისა ფიურის მეტოქეებად შენონ ბრიგსი, გერი კორნიში და კევინ ჯონსონი განიხილებიან.

ცხელი ამბები