„ლივერპული“ VS „რომა“ - მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

„ლივერპული“ VS „რომა“ - მატჩის შემდგომი კომენტარები

„ჩემპიონთა ლიგის“ პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „რომა“ მიიღო და 5:2 დაამარცხა.

მასპინძლები სალაჰისა და ფირმინოს დუბლებით, ასევე მანეს გოლით 5:0-ს იგებდნენ, რასაც რომაელებმა ჯეკოს გოლითა და პეროტის ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხეს.

 

კლოპი - თამაშის დაწყების შემდეგ ხვდები თუ სად ჩნდება გოლის გატანის შანსები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ვფიქრობ მშვენიერი შეხვედრა ჩავატარეთ, მატჩზე დიდი გავლენა მეტოქის მცველების ზურგს უკან გაკეთებულმა გრძელმა გადაცემებმა მოახდინა, რომლებთანაც გამკლავება რომას მთელი მატჩის მანძილზე უჭირდა. შემდეგ რამდენიმე გოლი გავიტანეთ, ვფიქრობ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა! ვიცი ეს სიგიჟედ ჟღერს ბოლოსდაბოლოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია! მაგრამ უფრო მეტის გატანა ნამდვილად შეგვეძლო, სამწუხაროდ ბევრი ხელსაყრელი მომენტი გავანიავეთ. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა, შეიძლება ახლა ვფიქრობდეთ, რომ დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, რადგან მათ ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ მომავალში შეხვედრის ბევრ პოზიტიურ მხარეს დავინახავ, რადგან გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა. ჩვენ ლივერპული ვართ თამაშში თითოეული მოთამაშეა ჩართული და სირთულეების გადალახვა არანაირ პრობლემას არ წარმაოდგენს.

 

დი ფრანჩესკო - „მენტალური კუთხით გაუმჯობესება გვჭირდება. როცა ამ დონეზე თამაშობ, შენი პლიუს-მინუსები გაცნობიერებული უნდა გქონდეს. ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ჯერ არაფერი დასრულებულა. თუ არ გვჯერა, რომ ყველაფრის ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულება შეგვიძლია, მაშინ სჯობს მომავალ კვირას სახლში დავრჩეთ.

მეორე ტაიმის სტარტზე ამდენ გაშვებულ გოლს არ ველოდი. როცა მოედნის ცენტრში ბევრ ორთაბრძოლას აგებ, ძნელია თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინო. ჩვენ ბევრი დუელი წავაგეთ, პირველი გოლისას კი ბალანსი დავკარგეთ.“

დე როსი - „დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როგორშიც „ბარსელონასთან“ პირველი მატჩის შემდეგ ვიყავით. ჩვენ მაშინ აღმაფრენა არ დაგვიკარგავს და ვთქვით, რომ შეგვეძლო, შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ არ დავნებდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. იმ ადამიანებს უნდა ვცეთ პატივი, რომლებიც დღეს აქ ჩამოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს, ისინი ჩვენი გუნდის ნაწილი არიან და მომავალ კვირასაც სტადიონზე იქნებიან. ჩვენ ეს შეგვიძლია, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ძალიან რთული იქნება. ასე იყო „ბარსელონასთანაც“, ამიტომაც ჩვენ უნდა ვცადოთ.“

გუშინდელი მატჩი განსაკუთრებული გამოდგა ინგლისელთა ნახევარმცველის, ჯეიმ მილნერისთვის, რომელიც ერთ სეზონში შესრულებული საგოლე პასებით „ჩემპიონთა ლიგის“ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მილნერმა მიმდინარე ტურნირის ეგიდით გუშინ მე-9 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც რუნისა და ნეიმარის რეკორდი დაამხო. თანაც მას 9 ასისტის შესასრულებლად იმაზე ცოტა დროს დასჭირდა, ვიდრე ნეიმარმა და რუნიმ 8 საგოლე პასი გააკეთეს.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები