Aa
Aa

დილიან უაითს უაილდერამდე სავალდებულო მეტოქეები დაუნიშნეს

დილიან უაითის ჩემპიონობამდე მიმავალ გრძელ გზას, როგორც ჩანს დასასრული არ უჩანს. ბრიტანელმა ვერა და ვერ მოახერხა დეონტეი უაილდერთან ორთაბრძოლის გამართვა და ამჯერად “WBC“-მა მას სავალდებულო ბრძოლა კუბელ, ლუის ორტისთან დაუნიშნა.

უაითმა, რომელიც ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტია, წინა თვეში ლუკას ბრაუნი დაამარცხა და უაილდერთან დაპირისპირებას მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ დილიანის პრომოუტერმა, ედი ჰირნმა დეონტეის ბევრი შეთავაზება გაუკეთა, ამერიკელს ორთაბრძოლის გამართვა მეორე ბრიტანელთან - ენტონი ჯოშუასთან სურს და გამარჯვების შემთხვევაში ლენოქს ლუისის შემდეგ პირველი დაუმარცხებელი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდება.

დილიან უაითი დიდი ალბათობით ლუის ორტისს დაუპირისპირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსები შეინარჩუნოს. საინტერესოა, რომ უაილდერის მეორე სავალდებულო ოპონენტი დომინიკ ბრეაზილია.

ორტისი რამდენიმე კვირის წინ უაილდერს დაუპირისპირდა და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. კუბელმა 10 რაუნდი გაძლო და საბოლოოდ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ჯეი ხიმენესმა, რომელიც ორტისის მწვრთნელია, განაცხადა:“ბედნიერები ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონთან, კიდევ ერთი მატჩის ჩასატარებელი გზა გამოვნახეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ლუისი დილიანს დაამარცხებს და უაილდერთან რევანშის აღების საშუალება მიეცემა“.

შეგახსენებთ, რომ ორტისს, რომელსაც შეუძლია პირველი კუბელი მწიმეწონოსანი ჩემპიონი გახდეს, დოპინგის ბრალდებით დისკვალიფიკაცია ორჯერ მისცეს. რაც შეეხება უაითს, მას სავალდებულო ბრძოლა “IBF”-მაც დაუნიშნა და მის მომავალ მეტოქედ კუბრატ პულევი დაასახელა.

ბრიტანელმა მოკრივემ 24 შეხვედრიდან 23 მოიგო და ის ერთი სწორედ თავის დაუძინებელ მტერთან - ენტონი ჯოშუასთან წააგო.

ცხელი ამბები