პოლ პოგბა:
Aa
Aa

პოლ პოგბა: "მოურინიოსთან პრობლემები არ მაქვს"

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბა ზაფხულში 89 მილიონ ფუნტად იყიდა, თუმცა ფრანგი ინგლისურ კლუბს ვერ მოერგო და სეზონის ბოლოს შესაძლოა გუნდის შეცვლა მოუწიოს. გავრცელებული ინფორმაციით ჟოზე პოგბას გასაყიდად ემზადება და მის სანაცვლოდ 140 მილიონ ფუნტს ითხოვს. საინტერესოა, რომ ედ ვუდვარდს, რომელიც „იუნაიტედის“ საფეხბურთო ოპერაციებს განაგებს, მიაჩნია რომ პოგბა გუნდში უნდა დარჩეს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედში" ფრანგი სწორედ ვუდვარდმა გადმოიყვანა.

“Canal Football“-ის ერთ-ერთ გადაცემაში ფრანგი მოურინიოსთან დაპირისპირებას შეეხო და განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს და ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ:“მე მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ მასაც იგივე დამოკიდებულება გააჩნია“.

„ჟოზე გუნდის მწვრთნელია და საკუთარი მოვალეობიდან გამომდინარე სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება უწევს. მე, როგორც ფეხბურთელი მის აზრს ვიღებ და პატივს ვცემ. სულ ესაა“.

ფრანგი ნახევარმცველი სატრანსფერო ჭორებსაც შეეხო და განაცხადა:“ჯერჯერობით მე „მანჩესტერის“ ფეხბურთელი ვარ, ტრანსფერების შესახებ არ ვფიქრობ და კონცენტრაციას კონკრეტულ მომენტებზე ვახდენ. ყველა ჭორისთვის, რომ მომესმინა არავინ იცის სად ვიქნებოდი“.

„იუნაიტედმა“ ასოციაციის თასის ნახევარფინალში „ტოტენჰემი“ დაამარცხა და ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდება. „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩის შემდეგ პოგბამ ჯერ „ბორნმუთთან“ გაიბრწყინა, ხოლო შემდეგ გამორჩეული მატჩი „დეზებთან“ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები