ნინო ხურციძე გარდაიცვალა
Aa
Aa

ნინო ხურციძე გარდაიცვალა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 42 წლის ასაკში გამორჩეული ქართველი მოჭადრაკე, ნინო ხურციძე გარდაიცვალა. იგი ბოლო თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

ხურციძე 1999 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის ოსტატი იყო და ამავდროულად ქალი დიდოსტატის წოდებასაც ფლობდა.

ნინო ხურციძემ 1991 წელს 16 წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მას ასევე 20 წლამდელ ქალთა ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული, საქართველოს ჩემპიონატში კი 6-ჯერ იმარჯვა, მათ შორის ერთხელ წარმატებას კაცებთან გაერთიანებულ ჩემპიონატში მიაღწია.

 

crystalsport.ge მწუხარებას გამოთქვამს ნინო ნურციძის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ქართულ სპორტულ სამყაროს!

ცხელი ამბები