ნადალმა მონტე კარლოს მასტერსი მეთერთმეტედ მოიგო
Aa
Aa

ნადალმა მონტე კარლოს მასტერსი მეთერთმეტედ მოიგო

რაფაელ ნადალი თიხის საფარზე დომინაციას აგრძელებს და მან უშუალოდ მონტე კარლოს მასტერსზე მე-11 ტიტული მოიგო, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ესპანელმა მატადორმა მთელი ტურნირი გასაოცარი სტაბილურობით ჩაატარა და იგი სეტის წაუგებლად მოიგო. რაფა ფინალამდე ბედენეს, ხაჩანოვის, ტიმისა და დიმიტროვის დამარცხებით მივიდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი კეი ნიშიკორის დაუპირისპირდა.

იაპონელი ტრავმის შემდეგ კარგად დაბრუნდა, თუმცა თიხნარის მეფის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და საათსა და 34 წუთში 3:6; 2:6 წააგო. რაფამ ამ წარმატებისთვის 935385 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ნადალმა კარიერაში 76-ე ტიტული მოიგო, მათგან 54 მან თიხის საფარზე მოიპოვა. გარდა ამისა, ესპანელმა მასტერსის სერიის 31-ე ტურნირი დაისაკუთრა, რითაც ნოვაკ ჯოკოვიჩს გაასწრო და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ნადალი კვლავაც ATP-ს მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. იგი როჯერ ფედერერს მხოლოდ 100 სარეიტინგო ქულით უსწრებს.

მიმდინარე კვირას საჩოგბურთო ელიტა ბარსელონაში გადაინაცვლებს, სადაც ATP-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები