Aa
Aa

''საბურთალომ'' ჩემპიონი დაამარცხა - გვარაძის ბრწყინვალე გოლი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ''საბურთალომ'' ''მიხეილ მესხზე'' 2:0 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო.'' ''საბურთალომ'' 18 ქულა მოაგროვა და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. თბილისის ''დინამო'' 15 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ხურცილავას ავტოგოლი

პირველი ტაიმი ''საბურთალომ'' 1:0 მოიგო. 38-ე წუთზე კუთხურს ხურცილავას ავტოგოლი მოყვა. ''ტორპედოს'' მცველი შეცდა და ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

გვარაძის გოლი - პირველად 2015 წლის 12 დეკემბრის შემდეგ 

20 წლის ბექა გვარაძემ ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა. 2015 წლის 12 დეკემბერს ''საბურთალოსა'' და ''ტორპედოს'' შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა.  აღნიშნულ მატჩში გვარაძემ საქართველოს ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონატში 2015 წლის 12 დეკემბერის შემდეგ გვარაძეს გოლი არ ჰქონდა გატანილი და 2018 წლის 22 აპრილს ''ტორპედოს'' ბრწყინვალე დარტყმით ძალიან ლამაზი და ეფექტური გოლი შეუგდო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარეს, როინ კვასხვაძეს გაუტანა.

ბექა გვარაძე 2013 წლიდან ''საბურთალოს'' ფეხბურთელია. თბილისური გუნდის მაისურით 58 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 2015-16 წლების სეზონში ''საბურთალოს'' 19 წლამდე გუნდთან ერთად უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა. რაც შეეხება სანაკრებო გამოცდილებას, 2015 წელს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზა.

თბილისის საბურთალო – ქუთაისის ტორპედო 2:0 (1:0)

22 აპრილი, "მიხეილ მესხი"

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ნადარაია, ტერა, მამუჩაშვილი, გვარაძე(ვოლკოვი 70), კოხრეიძე(გოშთელიანი 89), ვაგნერი(თარხნიშვილი 79),  გორგიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე(წიხარიძე77), გრიგალაშვილი, გურული, ხურცილავა, ქიმაძე, კუხიანიძე, გიგაური(ლიპარტია 60), მამასახლისი, კუტალია, ბოხაშვილი(კუჭუხიძე 60)

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

გოლები: 1:0 ხურცილავა(ავტოგოლი 30), 2:0 გვარაძე(56)

გაფრთხილებები: გიგაური(54), კუჭუხიძე(67), ნადარაია(81), იაშვილი(84)

მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე

 

საჩხერის ჩიხურა – სამტრედია 0:0

22 აპრილი, ივანწმინდის ცენტრალური სტადიონი

 ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიკვაიძე, მაისაშვილი, გაბედავა, მარკოზაშვილი (იონანიძე 81), ბუღრიძე (ჩიხლაძე 86), კაკუბავა, ლექვთაძე (ბუხაიძე 63)

 მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

 სამტრედია: მიგინეიშვილი, ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, სანია, ახალაძე (გი 41), ბაჩიაშვილი, ერისთავი (ოლხოვი 62; ფატიჩი 85), კერძევაძე, დაუშვილი, კირკიტაძე, გიორბელიძე

 მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

 გაფრთხილებები: კერძევაძე (41), სანია (55), ჩიტეიშვილი (70), მეგრელიშვილი (74)

 მთავარი მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

ფოტო:  fcsaburtalo.ge, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები