Aa
Aa

ებრალიძის მორიგი გოლი - ''ვიზეუს'' ამოცანა გართულდა

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 35-ე ტურში ''ბრაგა ბ''-სა და ''ვიზეუს'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ვიზეუს'' სასტარტო შემადგენლობაში ავთო ებრალიძე მოხვდა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. 52-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი ჩაიწერა აქტივში. 

მიმდინარე სეზონში 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 27-ე შეხვედრა ჩაატარა. 20 თამაშში სასტარტოში მოხვდა, 7 საგოლე პასი შეასრულა და მოედანზე საშუალოდ 74 წუთს ატარებდა. მიმდინარე სეზონში ავთომ მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო. 

20-გუნდიან ჩემპიონატში ''ვიზეუ'' 55 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ''სანტა კლარას.'' ავთო ებრალიძის გუნდის მიზანი ელიტაში აღზევებაა, რაც ძალიან რთული იქნება. უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორი საუკეთესო კლუბი ითამაშებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. ''ვიზეუ'' შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე ავთო ებრალიძის ყოფილ კლუბ ''ჟილ ვისენტესთან'' გამართავს.

პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში ''მორეირენსემ'' შინ 2:1 დაამარცხა ''რიუ ავე.'' ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ''რიუ ავეს'' ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძეს არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს საკლუბო დონეზე ერთ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა. ''ლე მანის'' ყოფილი წევრი გასულ ზამთარში შეუერთდა ''რიუ ავეს.'' 18-გუნდიან ჩემპიონატში ''რიუ ავე'' 44 ქულით მე-5 ადგილზეა და 17 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან ''ბრაგას.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები