გვილიას დაბრუნება და გამარჯვება - ''ლუცერნი'' საუკეთესო სამეულში
Aa
Aa

გვილიას დაბრუნება და გამარჯვება - ''ლუცერნი'' საუკეთესო სამეულში

შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში ''ლუცერნმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''ციურიხი.'' გამარჯვებულთა მაისურით 81-ე წუთზე ვაკო გვილია ჩაერთო თამაშში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცელი ტრავმირებული იყო, რის გამოც შვეიცარიული გუნდისთვის 18 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა.

10-გუნდიან სუპერლიგაში ''ლუცერნი'' 46 ქულით მესამე ადგილზეა. გვილიას გუნდის კონკურენტი ''სტ. გალენი'' ''თუნთან'' დამარცხდა, რამაც ''ლუცერნის'' მესამე ადგილზე აღზევება განაპირობა. 

მიმდინარე სეზონში ''ლუცერნის'' მაქსიმალური შედეგი მესამე ადგილზე გასვლა იქნება, რადგან მეორეადგილოსან ''ბაზელს'' 13 ქულით ჩამორჩება.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის საუკეთესო ექვსეულის მე-6 ტურში ''ტრენჩინი'' შინ 1:3 დამარცხდა ბრატისლავას ''სლოვანთან.'' ''ტრენჩინის'' სასტარტო თერთმეტეულს გიორგი ბერიძე დაუბრუნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი 72-ე წუთზე შეცვალეს. საუკეთესო ექვსეულში ''ტრენჩინი'' 42 ქულით მე-5 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მეორე ექვსეულის 28-ე ტურში დონეცკის ''ოლიმპიკი'' შინ 0:2 დამარცხდა ლვოვის ''კარპატისთან,'' რომლის სამატჩო განაცხადში ნიკოლოზ სანდოხაძე მოხვდა, თუმცა ცენტრალურ მცველს არ უთამაშია. მეორე ექვსეულში ''კარპატი'' 32 ქულით მესამე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები